მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია „ზეგ“-ის იურისტი: ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დაშიფრულია და მისი პაროლი არავინ იცის

კომპანია ზეგ-ის იურისტი

კომპანია „ზეგ“-ის იურისტის ქეთი მირიანაშვილის განცხადებით, პოლიციას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა უჭირს, რადგან ის რთულადაა დაშიფრული.

„მისი კომპიუტერი არ არის გახსნილი, რადგან დაშიფრულია და პოლიციას მისი გახსნა უჭირს. რთულადაა დაშიფრული და პაროლი არავინ იცის. თანამშრომლების კომპიუტერების პაროლები მიწოდებულია პოლიციისთვის. რაც შეეხება კითხვას, თუ რას საქმიანობდა კომპანია და რა პროგრამებზე მუშაობდა თამარი, სწორედ აღნიშნულ კომპიუტერშია“,- აღნიშნა ქეთი მირიანაშვილმა.

მისი თქმით, კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და პოლიციამ „ზეგ“-ში დასაქმებული პირები უკვე გამოკითხა.

ცნობისთვის, ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უცნობი პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ თამარის კომპიუტერი გახსნეს და მისი შვილი დიდ შარში იყო გახვეული. უფლებადამცველი ითხოვს, რომ აღნიშნული პირის ვინაობა დადგინდეს და ის კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.