სამართალი

ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო
ორთაჭალაში
1593495120
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

ამის შესახებ PIA.GE-ს შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსის ახალი
შტამი

გერმანიაში COVID 19-ის ახალი ვარიანტი აღ...

გერმანიაში  35 ახლად ინფიცირებულ პაციენტში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ  Deutsche Welle იუწყება.

 
1611049420

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1611054087

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. 

1611053818

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

1611052547

„ეს ადამიანები გადავიდნენ წითელ ხაზს მიღმა, ახმოვანებენ კობახიძეს და ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ იმის წარმოჩენაში, თითქოს ოპოზიციაში მონასტერია არეული. მონასტერი არ არეულა, ესენი არიან გზააბნეული ადამიანები და ჩემთვის ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ 

1611052445
ინდოეთში სატვირთო
მანქანამ ტროტუარზე
მძინარე მუშებს გადაუარა,
რომელსაც 15 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში სატვირთო მანქანამ ტროტუარზე მძინარე...

ინდოეთში, შტატ გუჯარატში სატვირთო მანქანამ ტროტუარზე მძინარე მუშებს გადაუარა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 
1611049666
„ჩვენ ძირითადად AstraZeneca-ს ტიპის ვაქც...

„ჩვენ ძირითადად ვემზადებით, რომ AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის „კოვაქს“ პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. 

ილია მეორე სამების ტაძარში ღვთისმსახურებ...

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას აღავლენს. 

აზერბაიჯანის ფლოტი - კასპიის ზღვის რისხვ...

აზერბაიჯანს არც ზღვაზე, არც ოკეანეზე გასასვლელი არა აქვს. ერთი შეხედვით, ქვეყანას ძლიერი სამხედრო-საზღვაო ძალები არ სჭირდება, თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკური  ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს. დღეს აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე (ოფიციალურად ის ტბად ითვლება). რეგიონში სიდიდით მეორე (რუსეთის შემდეგ) სამხედრო ფლოტი ჰყავს.