მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუჩები რომლებზეც გადაადგილება შეიზღუდება - შსს-ს განცხადება

25 აგვისტო, გლოვის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა

• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა

• ბესიკის ქუჩა

• ლესია უკრაინკას ქუჩა

• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა

• 9 აპრილის ქუჩა

• ანტონ ფურცელაძის ქუჩა

• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა

• გია ჭანტურიას ქუჩა

• რეზო ლაღიძის ქუჩა

• ვასო აბაშიძის ქუჩა

• მესხიას ქუჩა

„ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.