სამართალი

"ქურდული სამყაროს" წევრობის, კავშირისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში
14:06 20.05
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

დაკავებულ თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, მ.გ.-სა და ზ.ტ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში; ნ.ო.-ს, ზ.თ.-ს, ბ.შ.-ს, კ.ბ.-ს, გ.ბ.-ს და ი.ნ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო გ.ბ.-ს და ი.ბ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ავტოიმპორტიორები

38 000 პირს ავტომობილის განბაჟების თანხა...

38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავ...
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
19:07
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოე...
18:57
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარის კაცების კვებასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი...
კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ...
ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძ...
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც...
ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა...
2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალი...