მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში მაღაზიის კედელი გაანგრიეს და თამბაქო მოიპარეს

ძარცვა ქუთაისში

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე ძარცვა მოხდა.

დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის კედელი გაანგრიეს და ობიექტში ამ გზით შევიდნენ.

წაღებულია თამბაქო, თუმცა მეპატრონისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.

სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს.