მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში სპეცოპერაცია ჩატარდა

ქუთაისში სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ერთი პირი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული კაცი 55 წლის ზაზა ჟორჟოლაძეა.

„ახლა დამაკავეს, არ ვიცი, პროგრამიდან გამოვდიოდი და დამაკავეს. ნარკოტიკი მქონდა“, - ამბობს დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.