მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვემო ქართლში პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღი

ქვემო ქართლში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.