მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ლგბტ

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ლესბოსელ წყვილზე მოძალადე, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა, სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. მოძალადე და მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ“,- წერს ბოლქვაძე.

ინფორმაციისთვის, 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა და დანით დაემუქრა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება) 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა) წარედგინა.

აგრეთვე იხილეთ:

📌თბილისში ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ