მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილს, ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ თოფაძეების ოჯახის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვინაიდან ლევან თოფაძე დაზარალებულად სცნეს, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. როგორც კი მექნება შესაძლებლობა, გავეცნობი საქმის მასალებს და ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული“,- აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, ლევან ანთაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი.