მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თოფაძეს მისსავე სახლში კითხავენ.

ლევან თოფაძის ინტერესების დამცველის გიორგი ანთაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თოფაძე კლინიკიდან გაწერეს, მისი მდგომარეობა არასახარბიელოა.

„ექსპერტიზის შედეგები, შესაბამისი დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილია. ვერც მისი პირადი ექიმი, ვინც ოპერაცია ჩაუტარ,ა შესაბამის დასკვნას ვერ დადებს. ამისთვის სპეციალური ცოდნააა საჭირო. შესაბამისად გადაგზავნიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დასკვნას გარკვეული პერიოდი სჭირდება. 2-3 დღეში ეს არ კეთდება, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში და გავეცნობით მასალებს“, - აღნიშნა ანთაძემ.

ცნობისთვის, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ანთაძის დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიან (ბუსა) ჟვანია დააკავეს. ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარზე გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7- დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.