მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიცენზიის გარეშე ჩატარებული ოპერაციის გამო კომაში 25 წლის ქალი იმყოფება

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ლიცენზიის გარეშე ჩატარებული ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი 25 წლის ქალია. იგი კომაში 20 თვეზე მეტია იმყოფება.

საქმეზე „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“გენერალური დირექტორი და ექიმია დაკავებული, ხოლო მეორე ექიმი, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალდებულად დაუსწრებლად სცნეს.

გამოძიება სსკ-ის რამდენიმე მუხლით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება მ.ხ.-ს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.