სამართალი

„მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!“ - თეა წულუკიანი

„ქართული ოცნების“ 2020 წლის
საარჩევნო სიის წევრი
1614087000
დაკოპირებულია

„სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

წულუკიანის თქმით, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს:

„რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.

სწორედ ამგვარი უსამართლო „რჩევები“, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!“- აღნიშნავს წულუკიანი.

ცნობისთვის, 23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია კანონი არ სრულდებოდეს - მიხეილ ყაველაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პოლიციის მიმართულებით მყარ საგნებს ისვრიან - ვიდეო

ვიდეოჩანაწერი - რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

1614535130

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

1614532322

პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

1614526555

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

1614525740
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადშ...

„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.

ლაშა მესხი სააკაშვილზე: ამ პატივცემულს ა...

„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.

1614515496
„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე...

„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი” - ნოდარ  მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც  ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.