სამართალი

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის წარმატებულად მართვის კუთხით

ტურიზმის ხელმძღვანელი
1610624351
დაკოპირებულია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, ძალიან ბევრი უწყების ეფექტური მუშაობა გამოიკვეთა (საკოორდინაციო საბჭოსა და ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტების ხელმძღვანელობით), რაც ძალიან კარგად არის დანახული და შეფასებული ჩვენი საზოგადოების მიერ. 

„თუმცა, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის უდიდესი შრომა და წარმატებული საქმიანობა, რაც ჩვენმა პენიტენციურმა სამსახურმა, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, განახორციელა პანდემიის დროს ჩვენი მსჯავრდებულების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. თავდასხმა წარმატებულ პროგრამებსა თუ უწყებებზე სამწუხაროდ ჩვეული მოვლენა გახდა, მაშინ როდესაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის წარმატებულად მართვის კუთხით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, 2020 წლის მარტიდან ტარდება კომპლექსური პრევენციული ზომები: 1. ე. წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (№5 – ქალთა, №8 – გლდანის, №2 – ქუთაისის) მოწყობილია სამედიცინო საკარანტინო ზონები, სადაც ხდება ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება, რათა არ მოხდეს მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან. ტარდება ახალდაკავებული პირების სკრინინგი და ტესტირება. 2. თანამშრომლები სისტემატურად (კვირაში ერთხელ) გადიან PCR ტესტირებას. 3. 2020 წლის ბოლოდან დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება, რომელიც მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს და, შესაბამისად, პატიმრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას ზემოაღნიშნული პრევენციული ზომების შედეგად ხდება ვირუსის შესაძლო შემთხვევების დადგენა და დროული მკურნალობა.

სწორედ ასე მოხერხდა ათი თვის განმავლობაში პენიტენციური დაწესებულებების ვირუსისგან სრულად დაცვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ პენიტენციური სისტემა არის ქვეყნის ეპიდვითარების ნაწილი და ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს. გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპასუხოდ კი - 13 იანვარის მონაცემებით, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დავით გარეჯის საქმე -
კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა. 

1611086976

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება. 

1611086029

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1611085232

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

1611083526
საგარეო უწყებაში
სულხან-საბა ორბელიანის
სახელობის უწყებრივი
ჯილდოს გადაცემის
ცერემონია გაიმართა

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ ხალხს რაღა...

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოპოზიციამ საზოგადოებას ახალი სტრატეგია და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები უნდა შესთავაზოს. 

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

მოსკოვის სასამართლო: აფხაზეთში „იაპონჩიკ...

მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.