მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული მეორადი ავტონაწილები აღმოაჩინეს

გამშვები პუნქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3815 ლარის ოდენობით.