მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბარლდებულ სამედიცინო მუშაკებს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ სამედიცინო მუშაკებს, ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს, სასამართლომ 3000-3000 ლარის გადახდა დააკისრა. 

აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდების მხარე მათთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ექიმებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ, რაც პირადი მოტივით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოიხატა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რა პასუხისმგებლობას დააკისრებს ჯანდაცვის სამინისტრო მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე ექიმებს?

👉 „გამოძიება არასწორად მიდის, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე“- მეგი ბაქრაძის მეუღლე

👉 „ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ“ - კლინიკა „იმედის“ დირექტორი