მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის ადვოკატი: გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს ამ საქმის შესახებ, რომელიც უნდა იპოვოს და დაასრულოს

გარდაცვლილი მედდა

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ - მათი თქმით, სამართალდაცველებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.

ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება კონკრეტული მედიკამენტის მოძიებითაა დაკავებული, რომელიც მეგი ბაქრაძემ ვაქცინაციამდე მიიღო. ადვოკატის მტკიცებით, ეს ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მისი თქმით, შესაძლოა, გამოძიება კონკრეტულ გეგმას მიჰყვებოდეს და საქმის სწორედ ამ ვერსიით დასრულებაზე მუშაობდეს.

„კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება იძიებს არა იმას, მეგის რამე წამალი ჰქონდა თუ არა მიღებული, რაღაც კონკრეტულ წამალს იძიებენ, კონკრეტულ წამალს ეძებენ სხვადასხვა აფთიაქში. აღმჩნდა, რომ ამოღებული აქვთ აფთიაქებიდან გაყიდვების სია, რა მედიკამენტები გაიყიდა წინა დღეებში.

რადგან ეძებენ რაღაც კონკრეტულ აბს და არ ვიცით, რა აბს ეძებენ, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ამას შესაძლოა, რაღაც უკუეფექტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს ამ საქმის შესახებ, რაღაც ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უნდა იპოვოს და დაასრულოს, ამ ვერსიით გამოიძიოს საქმე“ ,- განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.

ამავე თემაზე:

📌მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვას ითხოვენ