მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგი ბაქრაძის მეუღლეს ემუქრებიან“ - ახალციხელი მედდის ოჯახის ადვოკატი

მეგი ბაქრაძის ადვოკატი

გარდაცვლილი ახალციხელი მედდის მეგი რობაქიძის ოჯახის უფლებადამცველი ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ გარდაცვლილის მეუღლეს, მანუჩარ კობახიძეს ემუქრებიან.  

ადვოკატის თქმით, მანუჩარ კობახიძეს დაკავებით ემუქრებიან. ადვოკატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს თუ ვისი მხრიდან მოდის მუქარა.

„უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მიერ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას.

უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მეგი ბაქრაძის მეუღლის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი“, - აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები“ - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო

✔️ „საქართველოში 2020 წელს ანაფილაქსიური შოკის 40 შემთხვევა დაფიქსირდა“ - სტატისტიკას ამირან გამყრელიძე ავრცელებს