მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელია დღეს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდება“ - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

ადვოკატი ამბობს, რომ მელიას ბრძოლამ და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებამ, ხელისუფლება აიძულა უკანონო პატიმრობა დაესრულებინა.

„ნიკა მელიას ბრძოლამ, ასევე ევროკავშირის და აშშ-ის პრინციპულობამ, აიძულა ხელისუფლება დაესრულებინა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა. დღეს უბრალოდ ამის გაფორმება ხდება. შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სასამართლოში, აუცილებლად დაკმაყოფილდება. დღეს ნიკა მელია აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, - აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ამავე თემაზე 👇

👉 „ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩვენს ქვეყანაზე კარგად არ აისახება“ - ლევან ხაბეიშვილი

👉 „მშობელი ვარ და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი თავაწეული გამოსულიყო“ - ანზორ მელია