მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული გაგება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან“ - ზალკალიანი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია პოსTV-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ს ეთერში საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე ისაუბრა.

„როცა სტრატეგიულ პარტნიორთან გაქვს ურთიერთობა და ის ხედავს, რომ არის თანმიმდევრობა და ერთმანეთის პოზიციების გაზიარება, როდესაც პოზიციები არის არგუმენტებით და შესაბამისი მასალებით გამყარებული, ბუნებრივია, იქ ერთი მხარეც და მეორე ხარეც მიდის დათმობებზე. მაგარამ ეს დათმობები არ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული გაგება. ამაზე ძალიან დიდ ხანს ვესაუბრე ჩემს ახალ კოლეგას. მთელი ამ პერიდის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვართ კომუნიკაციაში და მერწმუნეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდება“ - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ზრდის საქართველოს ფუქნციას რეგიონში.