მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი 23 სექტემბერს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება

საქართველოს გენერალური პროკურატურა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს 23 სექტემბერს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხავენ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, 21 სექტემბერს მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში ყოფნის დროს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.