მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი: დღემდე ვითხოვ ბაჩალიაშვილის სატელეფონო ჩანაწერს

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ პოლიცია 23 წლის გოგოს ფორმალურად ეძებდა.

„შეიძლება გამოძიებამ ჩათვალა, რომ ახალგაზრდა გოგოა, თავის მეგობრებთან ერთად წავიდა, ტელეფონი გამორთო და ფორმალურად დაიწყეს გამოძიება. 1-2ჯერ შეიძლება გაავრცელეს საჯაროდ ინფორმაცია და თქვეს -„ვეძებთ“, მაგრამ თავიდანვე ეჭვი შემეპარა, რომ არ მოძებნეს. დღემდე არ მაქვს დრონით გადაღებული კადრების ჩანაწერი“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ვისთან განახორციელა ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილმა სატელეფონო ზარი.

„დღემდე არ მაქვს ინფორმაცია, ვისთან არის ბოლო ზარი განხორციელებული. რამდენი დღეა გასული, დღემდე არ მიმიღა ჩანაწერები - ვინ დაურეკა, ვის დაურეკა, ვისთან ჰქონდა სმს შეტყობინებები“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.