მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი: მობილურის ექსპერტიზა თურმე დასრულებულა, აღშფოთებული ვარ

უფლებადამცველი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ თამარის მობილურის ექსპერტიზა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მისი თქმით, ის უკვე დასრულებულა.

„ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში, დღეს მოვედი და თურმე მობილურის ექსპერტიზა დასრულებულა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიებას, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას ვეუბნებოდი, შუამდგომლობა დაყენებული მქონდა. ჩემ მიერ ხელმოწერილი ლუქი არ უნდა გახსნილიყო. მაინც გახსნილა. ამან ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.