მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი: ფურცხვანიძე თავის დროზე ალბათ ჩემი დაშინების მიზნით დააკავეს

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა პირობით გაათავისუფლეს დავით ფურცხვანიძე. 

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ფურცხვანიძის დაკავება მის დაშინებას ისახავდა მიზნად.

„ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, თავიდანვე ჩემ საწინააღმდეგოდ და ჩემი დაშინების მიზნით იყო. ალბათ ფიქრობდნენ, რომ მისი დაკავებით შევშინდებოდი და საქმეს ჩამოვეცლებოდი.

ჩემთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია, რის საფუძველზე გამოუშვეს. ამის შესახებ ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მისი თქმით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, 21 ნოემბერს გაათავისუფლეს.

👉 ამ დრომდე უცნობია, რის საფუძველზე შეეცვალა მას აღკვეთის ღონისძიება. დავით ფურცხვანიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ასევე უცნობია გამოძიების პოზიციაც.

👉 დავით ფურცხვანიძეს ბრალი მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა ედება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რის საფუძველზე დააკავეს დავით ფურცხვანიძე - განცხადება პროკურატურაში

👉 რამიშვილი: ნათელია, ბაჩალიაშვილის საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ

👉 ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული აღმოჩნდა