მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილის დაკითხვა დასრულდა

უფლებადამცველი

დღეს, 23 სექტემბერს ​თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სახით, წარსდგა. დაკითხვა თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროკურატურას კითხვები საქმეში არსებულ სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლებიც ძირითადად ადვოკატისა და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციას უკავშირდებოდა.

„დაკითხვა მიდიოდა იმ მიმართულებით, რომ მე შევუკვეთე ან გავაყალბე სატელიტის ფოტოები“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, მას მხოლოდ იმ ვერსიის სჯერა, რომ ავტომობილი იმ ადგილზე არ მდგარა, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.