მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკაზე: ცვლილება შექმნის საფუძველს სამართლიანი სასჯელების გამოყენებისა და სამართლებრივი რეაგირებისთვის

პარტია „ქართული ოცნების“ სიის წევრი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ცვლილებების ინიციატორია და თვლის, რომ დღეს მოქმედი კანონი ხარვეზიანია.

მისი ინიციატივით, სპეციალურ კონტროლზე დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დოზები ხელახლა დგინდება.

„ამ ინიციატივის შედეგად, ამ გავრცელებულ 8 ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ მცირე ოდენობისთვის გათვალისწინებული იქნეს პასუხისმგებლობა და სამართალდარღვევად ასე იქნეს მიჩნეული.“-განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება შექმნის საფუძველს დაბალანსებული და სამართლიანი სასჯელების გამოყენებისა და სამართლებრივი რეაგირებისთვის. „რაც, რა თქმა უნდა, უპირობოდ სწორია.“- აფასებს ინიციატორი.

ინფორმაციისთვის:

მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

აგრეთვე იხილეთ:

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა

რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება