მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა 6 მძევალი გაათავისუფლა

სპეცოპერაცია წერეთელზე

წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფი 9 მძევლიდან თავდამსხმელმა 6 გაათავისუფლა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკების შედეგად, მძევლების ნაწილი შენობას ეტაპობრივად ტოვებს. მძევლებს შორის იყო ორი ხანშიშესული მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი.

ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 17:00 საათზე შეიჭრა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მხოლოდ 1 თავდამსხმელი იმყოფება და მას 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს? - (ვიდეო)

🔶 კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსოა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

🔶 ვინ არის მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი - ფოტო/ვიდეო