გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 5 შეიარაღებული თავდამსხმელია შეჭრილი.
მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ამ ეტაპზე უცნობია თავდამსხმელებს ჰყავთ თუ არა მძევლები.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. იგეგმება კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია.
შემთხვევა 20 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა.