მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ალტერნატიული გამოძიების თემა მოკვდა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით, პროკურატურის ვერსიის ალტერნატიულ ვარიანტს საფუძველი არ აქვს და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებენ, მარგინალიზაციას ეწევიან.

„რამდენიც უნდა ქნან, გინდ წყალში ჩახტნენ და გინდ მდინარესთან ჩავიდნენ, ალტერნატიული გამოძიების თემა მოკვდა, დასამარდა. მარგინალიზაციის პროცესია და მეტი არაფერი. ახლა მთელი საქართველო მაგათ დასცინის. არ ვიცი, კიდევ რას იზამენ და როგორ გააცოცხლებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მოკვდა“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, თითქმის წარმოუდგენელია, რომ გონებადაკარგული ფეხბურთელი თავდამსხმელებს მდინარემდე ხელით ჩაეყვანათ.

„ყველაზე რეალური ვერსია ისაა, რომ გიორგი გაიქცა, მას გაჰყვნენ, მდინარესთან ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს“, - განაცხადა ოჯახის უფლებადამცველმა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გამოძიება ამ ეტაპზე იკვლევს, რამდენად შეეძლო დაზიანებების მქონე გიორგი შაქარაშვილს დამუკიდებლად გადაადგილება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობით, გახდა.