მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ სასჯელი არასრულწლოვნების მიმართ ობიექტურია

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს ესაუბრა.

როგორც გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ოჯახისთვის სასჯელი ობიექტურია.

„ოჯახის პოზიციაა, რომ სასჯელი არასრულწლოვნების მიმართ ობიექტურია. აქ წარდგენილი იყო მუხლები, სადაც სასჯელები ამ ფარგლებშია. არასრულწლოვნების მიმართ კი კანონი სასჯელის ერთი მეოთხედის მოკლებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ოჯახის ადვოკატის თქმით, 2 არასრულწლოვანს, რომელსაც ამირხანაშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაც აქვს ბრალად, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რაც ამ ნაწილში მაქსიმუმია. კანონის შესაბამისად კი მათ გარკვეული დრო მოაკლდათ და დარჩათ თითქმის 7 წელი.

„დანარჩენ არასრულწლოვნებს მიესაჯათ 7 წელი, მოკლების შემდეგ კი 5 წელი და 3 თვე დარჩათ. ერთ მათგანს 3 წელი და 9 თვე მიესაჯა, შესაბამისად სასჯელი სრულიად ობიექტურია“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

🔺 ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა 20 ნოემბერს შეეფარდათ.

📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.