მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ორ არასრულწლოვანს 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს ბრალი

შაქარაშვილის ბიძა

„ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ორ არასრულწლოვანს, დარჩენილ 4 სრულწლოვანთან ერთად, 109-ე მუხლით წარედგინოს ბრალი“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ნებისმიერი სამართლებრივი ლოგიკის თანახმად, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩნენ“,- აღნიშნა ადვოკატმა.

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც მოსამართლე მათი პატიმრობაში დატოვების საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. 11 სრულწლოვნის საქმე პროკურატურას ცალკე აქვს გამოყოფილი.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.