მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე შსს-ში შეხვედრაზე იმყოფებოდა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა. მან უწყების შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებისგან შეიტყო, რომ საქმეზე ახალი მტკიცებულებები და გარემოებები გამოიკვეთა.

„ჯერჯერობით ოჯახს გამოძიებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს. ყველაფერს ვარკვევთ ერთად, თავიდან ბოლომდე. ინფორმაცია მაქვს ყველაზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების განხილვის თემა არაა“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.