მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: თუ დავინახავ, რომ საქმე სასამართლოში 109-ე მუხლით არ წავა, ძალიან ცუდი რამ მოხდება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გიორგი შაქარშვილის ბიძა და დაზარალებული ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი მცხეთაში „ტოიოტა ქამრით“ მისულ ექვსივე პირს აუცილებლად უნდა წარედგინოს.

„იმიტომ არსებობს ჯგუფური დანაშაულის ცნება, რომ მივდივართ „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომ ჯგუფთან. ახლა, როცა იურიდიულად სხვა ვერსიები გამოირიცხება, მივდივართ იქამდე, რომ ამ ავტომობილში მჯდომი 6 პირი მოქმედებს ბავშვის წინააღმდეგ. როგორც კი იმას დავინახავ, რომ ეს საქმე სასამართლოში არ წავა 109-ე მუხლით, არ მინდა ბევრი რამის დაქადნება, მაგრამ ვამბობ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდება“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, ოჯახი აცდის გამოძიებას, რათა იურიდიულად სხვა ვერსიები გამოირიცხოს, შემდეგ კი ის კატეგორიულად მოითხოვს, რომ ექვსივე პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს მისდევდა, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლდეს.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.