მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ვიცი ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ ეს უნდა დავადასტურო

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„ცოდნით კი ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ მტკიცებულების დონეზე უნდა დავადასტურო, იმისთვის რომ სამაგალითოდ დაისაჯოს“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ტელეკოპმპანია „პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, ზოგადად საგამოძიებო სისტემა, რომ თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს, აშკარაა.

„ეს სისტემა მოსპო სააკაშვილმა და ამ მკვდრებმა გადმოიბარეს. სულ ვამბობ, უშიშროების სამსახური თუ სუსტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სუსტია, ჩემზე მეტად უნდა ვინმეს, რომ კარგი იყოს? როდესაც ჩემს საქმეს იძიებენ, ალტერნატივა რა მაქვს? დავჯდე გაურკვეველი წარმოშობის ექსპერტებთან, წინ ჩავუარო მთავარ მოვლენებს? ალტერნატივა სად მაქვს? მითხარით, წავიღებ ამ საქმეს და ვიტყვი „ამ გამოძიებასთან არ მინდა, არა თქვენ გამოიძიეთ“. მაპატიეთ და ათიათასობით დეგენერატის ჭკუაზე ვიარო, ვისაც ერთი საქმე არ გამოუძიებია. მე ეს გზა დამრჩა. მივიდე დავეხმარო, ინფორმაცია გავუცვალო და ვიცოდე. ცოდნით კი ვიცი ვინც არის ჩემი შვიილის მკვლელი, მაგრამ მტკიცებულების დონეზე უნდა დავადასტურო, იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს. იქნებ სხვა ბავშვი აღარ მოკვდეს ასე ტყუილუბრალოდ და ასე მხეცურად აღარ გაუსწორდნენ“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ სხვაგვარი მოლოდინი არც ჰქონია.

„დანაშაულის შინაარსიც და არსებული ვითარებაც საკმარის საფუძველს იძლეოდა იმისთვის, რომ აღკვეთი ღონისძიებები არ შეცვლოდათ. ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათი დიდი ნაწილი ხელის შეშლის მეტს არაფდერს აკეთებს, აქედან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო, რომ სასამართლოს ისინი თავისუფლებაში დაეტოვებინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ“, - აღნიშნა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფართებული.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.