მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში

პოლიცია, შსს, ლენტი

დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს დაუდასტურა.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი ყოფილ სამსახურში ცივი იარაღით, დანით ხელში შევიდა და იქ მყოფებს ემუქრებოდა. მენეჯერმა განახორციალა გამაფრთხილებელი გასროლა, რის შედეგადაც მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.