მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოპოვებულია მტკიცებულებები, რომ მელაშვილი და ილიჩოვა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ“ - პროკურორი

დავით გარეჯის საქმე - კარტოგრაფები - Pia.ge

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაუზუსტდათ.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ახალი ბრალდებით დაზუსტებული იქნა ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია.

პროკურორის განცხადებით, ისინი მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ.

„დღეს დაგეგმილია ბრალდებულთა მიმართ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კერძოდ, მათ მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ, ახალი ბრალდების დადგენილების გამოტანა განპირობებულია წარდგენილი ბრალდების დაზუსტებით.

ახალი ბრალდებით დაზუსტებული იქნა ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია, კერძოდ, ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ.

სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახლავთ ახალი დადგენილების განსაზღვრული. ეს მტკიცებულება გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული.

ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქმედების განხორციელებისას ისინი მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ“, - აცხადებს პროკურორი.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.