ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის, ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტზე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება მოსალოდნელი იყო.
მისი თქმით, მოწმეები ახალ გარემოებებზე საუბრობენ, რომლებიც დანაშაულს ადასტურებს.
„რაც დღეს მოხდა, მოსალოდნელი იყო. მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები და ის, რომ პროტოკოლი დაირღვა, ყველაფერი იყო საქმის მასალებში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ დეტალებზე არ ვამახვილებდით ყურადღებას. ზუსტად ეს იყო თვითმიზანი, რომ არ ვავრცელებდით ინფორმაციას.
თავიდან ყველა მოწმე აძლევს იდენტურ ჩვენებას და შემდგომ უკვე ჩვენებები ირევა და ორდღიან შუალედში ყველა მოწმე ცვლის ჩვენებას, საუბრობენ ახალ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს დანაშაულს. სწორედ ამ დანაშაულის ფარგლებში მოხდა პროკურატურის მხრიდან რეაგირება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, გარკვეულ გარემოებებს ვაზუსტებთ ახლა ჩვენც, კონტაქტზე ვართ კონკრეტულ პირებთან და ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ ყველაფერს კიდევ უფრო დეტალურად“, – აღნიშნა უფლებადამცველმა ნინო ამაღლობელმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.
უწყების ცნობით, ბრალი „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს წარედგინათ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„რა დამალევინეს ამნაირი, რომ თავის ტკივილით ვკვდებიო“ - რას ყვება მეგი ბაქრაძის დედა
„მეგი ბაქრაძის მეუღლეს ემუქრებიან“ - ახალციხელი მედდის ოჯახის ადვოკატი
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.
ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ - მათი თქმით, სამართალდაცველებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.