სამართალი

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის ლოგო 2
13:26 24.09
დაკოპირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ჰ.მ. და მ.შ. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორს თ.მ.-ს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელჩანთა გასტაცეს.

„სამართალდამცველებმა ჰ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს მ.შ.-ს, ვინაიდან ის ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჰ.მ.-ს 7 წლით, ხოლო მ.შ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ლაჩინის დერეფანი ძირითადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ძირითად პრინციპებში წერია, რომ იხსნება არ...
23:37 19.10
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლ...
23:04 19.10
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობ...
22:42 19.10
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომ...
22:33 19.10
კორონავირუსის დეზინფექცია COVID 19 - სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის დე...
სამუშაო ადგილზე COVID 19-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები, მათ გამოყენებამდე...
21:47 19.10
19:52 19.10
ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწ...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართ...
19:28 19.10
ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსი გ...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი არ...
19:24 19.10
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგ...
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორ...