მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

რიონის ხეობაშ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციაზე პოლიციაა მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.

„უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რიონის ხეობაში, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული სიტუაციაა