მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.თ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „კეტამინი“, „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 85965 ლარი ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.