მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნარკოტიკის მოხმარებისთვის არასაკმარის ოდენობებზე პატიმრობა უქმდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრების ბექა წიქარიშვილისა და ნაჯა ორაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხმარებისთვის არასაკმარის ოდენობებზე პატიმრობა უქმდება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრი ხმაურის მოძრაობა-ს და საია 2018 წლის 2 სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა. დღეის შემდეგ, თუ პირს აღმოაჩნდება მოხმარებისთვის არასაკმარის ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა, სასამართლო თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელს ვეღარ გამოიყენებს. აქამდე ამ მუხლით დაკავებული ადამიანები 5-8 წლით ისჯებოდნენ“, - აცხადებს ბექა წიქარიშვილი.

აღნიშნულ საკითხს თავის მხრივ ნაჯა ორაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აქამდე ამ მუხლით დაკავებული ადამიანები 5-8 წლით ისჯებოდნენ.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრი ხმაურის მოძრაობა-ს და საია 2018 წლის 2 სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა. დღეის შემდეგ, თუ პირს აღმოაჩნდება მოხმარებისთვის არასაკმარის ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა, სასამართლო თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელს ვეღარ გამოიყენებს. აქამდე ამ მუხლით დაკავებული ადამიანები 5-8 წლით ისჯებოდნენ. ბრძოლას მუდამ აქვს აზრი“, - წერს ნაჯა ორაშვილი. 

საიას ცნობით კი საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე, განაცხადა თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ეს ყოველ კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ.

საია იცავდა ერთ-ერთი მოქალაქის ინტერესებს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შენახვისთვის. ეს არის ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ჭურჭელში დარჩენილი თვალით უხილავი ნივთიერება, ჭურჭლის ანაფხეკი, რომლის არათუ გასაღება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია.

საია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანი დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რომელის არათუ გავრცელება არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. 2020 წლის 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს ეს სარჩელი დააკმაყოფილა.