მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატალია ილიჩოვა: თავიდანვე არ უნდა დავეკავებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო

დავით გარეჯის საქმეზე

დღეს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის  აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

ნატალია ილიჩოვა გათავისუფლების შემდეგ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა:

„ყველაფერი კარგად არის, თავიდანვე არ უნდა დავეკავებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო“. - განაცხადა ილიჩოვამ.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, სასამართლო მოიქცა სწორად როდესაც შეცვალა პატიმრობა გირაოთი.

„უფრო კარგად თუ როგორ მოიქცეოდა სასამართლო ამაზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, კარგი გადაწყვეტილება და ეს უნდა დავუფასოთ სასამართლოს.

იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ საქართველოს სასამართლო იშვიათად იქცევა ხოლმე სწორად“- განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ - ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

✔️ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

✔️„განაჩენს გარეთ დაელოდებიან“ - პროკურორი ილიჩოვა-მელაშვილზე