მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულის ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. 

„თურმე ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც წარმოუდგენელი სიცრუეა. გალაქტიკის მასშტაბის ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ. 7 საათია უკვე ამ სხდომაზე ვიმყოფებით და ერთი საღი არგუმენტი არ მოგვისმენია იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დარჩნენ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში“,- აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა გიგი უგულავას ძმამ ჩაატარა