სამართალი

ნათია მერებაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს

ნათია მერებაშვილის
მოხსენება
1610481675
დაკოპირებულია

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის 25 ივნისის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა.

ნათია მერებაშვილის თქმით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შევიდნენ. სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს. ტრეფიკინგის ყველა შესაძლო ფაქტზე ხორციელდება ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა, რაც სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერით სრულდება“, - აღნიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ.

2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 4 ტრეფიკიორის მიმართ სსკ-ის 1432 მუხლით დაიწყო, ხოლო დაზარალებულად 3 არასრულწლოვანი ქალი იქნა ცნობილი.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, პროკურორებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ახალი სასწავლო კურსი „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლთა დაცვა“ დაიწყო.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.