მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა ბასილაშვილის მამა ბრალდებებზე: ნუ მაცინებთ

ბასილაშვილის მამის კომენტარი 2020 წელი

საქართველოს პირველი ჩოგანის, ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი, ყოფილი რძლის ნეკა დოროყაშვილის ბრალდებებს უარყოფს.

"ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა... ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე," - განაცხადა ჩოგბურთელის მამამ ნოდარ ბასილაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

ცნობისთვის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო 21 მაისს დააკავეს, ის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სნაცვლოდ24 მაისს გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა 16 ივნისსაა ჩანიშნული.