მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია“ - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი

„გირაოს საკითხზე მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მელიას ადვოკატის თქმით, ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო.

„აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

🔴 გიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელიას მოწოდებაა „ბრძოლა ბოლომდე“

🔴 „პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით უნდა მიმართოს“ - ადვოკატი

🔴 „ნიკა მელიასთვის ამნისტია მიუღებელია“ - ადვოკატი