მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პირველი ჩოგანი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.

სხდომას ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატთან ერთად ესწრება.

როგორც ჩოგბურთელის ადვოკატი აცხადებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ მტკიცდება.

„ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტიცებულებები და ზოგადად საქმე, რომელიც წარდგენილია სასამართლოში, ცალსახად ადასტურებს ერთადერთს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა“, - აღნიშნავს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ასევე იმსჯელებს, გადაეცემა თუ არა საქმე არსებით განხილვაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სპორტსმენი 24 მაისს 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში.