მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე წინა ხელისუფლების დროს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, ნინო კალანდაძის გამოკითხვაზე დაბარება დავით გარეჯის საქმეს უკავშირდება.

👉ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.