მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაოდ 100 ათასი ლარი შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებების დამცველის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დანაშაული არ ჩაუდენია.

ირმა ჭკადუას თქმით, სპორტსმენს გირაო შეეფარდა და ის რამდენიმე წუთში გათავისუფლდება. იურისტმა გირაოს თანხა არ დაასახელა. ხოლო ნიკოლოზ ბასილაშილისა და მისი არასრულწლოვანი შვლი ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი კომენტარიც არ გააკეთა.

საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით კი ბასილაშვილი სასამარლომ 100 ათასი ლარის გირაოს სნაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.