მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული მცენარის მოყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დაკავება ღამით

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებსა და დას, მათსავე საცხოვრებელ

სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დ.ა. ამავე მისამართზე, უკანონოდ ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და მოყვანას.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.