მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოქროს მოწმემ დეტალურად გაიხსენა ტრაგედიის ღამე“ - ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა

შაქარაშვილის საქმის მოწმე

დღეს, 25 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ოქროს მოწმის ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობდა.

ახვლედიანი 6 არასრულწლოვნის საკითხთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.

ვახტანგ ახვლედიანის თქმით, მან დღევანდელ პროცესზე ბოლოს მიცემული ჩვენება დაადასტურა.

კახა წერეთელი, ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი ამბობს, რომ ოქროს მოწმემ პროცესზე დეტალურად გაიხსენა ტრაგედიის ღამე და თქვა ვინ სად და როგორ დაინახა.

„მან ის ჩვენება გაიმეორა, რაც ბოლოს ჰქონდა მიცემული და დასახელდა კონკრეტული პირები. ამ მომენტში მათი სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - აღნიშნა ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ახვლედიანმა დაასახელა კონკრეტული პირები და ასევე თქვა, რომ მას დაზიანებები ლ.შ.-მ მიაყენა.

ადვოკატების თქმით, კი მოწმემ ჩვენება დეტალურად ვერ გაიმეორა და ამიტომ სასამართლოს მის ცრუ მოწმედ ჩათვლას სთხოვენ.

როგორც პროკურორის ამბობს, მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია გამოძიების დროს ჩატარებულ დაკითხვასთან.

„მისი ჩვენება წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას და ეს არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი“, - აღნიშნა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.